აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს.
„დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ “,-აღნიშნა ტრამპმა პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის საკითხს მიეძღვნა.
„მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს“,-დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ის იზიარებს ექიმების აზრს, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ყველაზე უარესი შემთხვევისთვის“.
„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მანდ მოვხვდებით, თუნდაც რომ ახლოს ვიქნებით… ეს ყველაფერი დასრულდება, ეს დასრულდება. იცით, რომ გრიპის ვირუსის სეზონის დროს 69 000 ადამიანი იღუპება ყოველ წელს. წარმოუდგენელია. მთავარია, რომ არ უნდა დაპანიკდეთ, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. ეს გრიპის მსგავსია. ადამიანები გრიპითაც კვდებიან”,-აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.
კომენტარები