ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” კიდევ ერთი კონკურსანტი უცხადებს პროტესტს – ჯაბა ზარქუა წერს:
“აქამდე თავს ვიკავებდი ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ბოიკოტირებისგან, რადგან მინისტრისადმი ჩემი უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მომწონდა per se, თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ!
პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს.”
კომენტარები