“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:
“სამწუხაროდ, კვლავ არ იყო პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც მათ შორის”
კომენტარები