აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური? – სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაგიცავთ ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული თითქმის ყველა ვაქცინა. ცხადია ეფექტურობის ხარისხი განსხვავდება. თუ არჩევანი გაქვთ რნმ ან დნმ ვაქცინები ბევრად უფრო ეფექტურია. თუ არჩევანი არ გაქვთ ჩინური წარმოების ვაქცინები სულ არაფერს ნამდვილად ჯობია.
ვინ უნდა აიცრას? – ყველა! სამწუხაროდ ბავშვებს ამერიკის გარდა არც ერთი ქვეყანა არ ცრის, ცხადია ვერ აცრით საქართველოშიც. დაშვებული ასაკობრივი ჯგუფის ფარგლებში უნდა აიცრას ყველა ვისთვისაც საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება მკვლელობაში მონაწილეობის ტოლფასია.
უნდა აიცრას თუ არა ადამიანი ქრონიკული დაავადებებით? – რაც უფრო გრძელია თქვენი დაავადებების სია და რაც მეტ პრეპარატს ღებულობთ მით უფრო აუცილებელია ვაქცინაცია. არა აქვს მნიშვნელობა რა დაავადება გჭირთ. მთავარია თქვენი ქრონიკული დაავადებები მწვავე ფაზაში არ იყოს.
უნდა შევწყვიტოთ თუ არა წამლები ვაქცინაციის დღეს? – არც ერთი მედიკამენტის, რასაც ქრონიკული პრობლემების სამკურნალოდ იყენებთ, შეწყვეტა საჭირო არ არის. არც ერთის…
ვცრით თუ არა ორსულებს? – ამერიკული ვაქცინებით და ასტრაზენეკათი ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია. ვინაიდან ამ ჯგუფში რანდომიზირებული კვლევა არ არსებობს, ორსულებს მოუწოდებენ რისკების გათვალისწუნებით მიიღონ გადაწყვეტილება. ამ დროისთვის არსებულმა რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულებში რნმ ვაქცინებით და AstraZeneca-თი აცრა უსაფრთხო იყო.
რამდენად უსაფრთხოა ბავშვების კოვიდვაქცინაცია? – ამერიკაში დაშვებულია Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წლიდან ზემოთ. კვლევა დაასრულა მოდერნამაც და როგორც ვიცი მალე შეუერთდება ფაიზერს ამ მხრივ. უსაფრთხოების პროფილი ამ ასაკობრივ ჯგუფში საიმედოა. იყო რამდენიმე შემთხვევა მიოკარდიტის, თუმცა სერიოზული გართულებები აქამდე არსებულ შემთხვევებს არ მოჰყოლია და ამიტომ ჩაითვალა რომ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი მკვეთრად მეტია ერთეულ გართულებებთან შედარებით…”
კომენტარები