იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს 31 აგვისტომდე.
გარდა ამისა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციები დაწესდა როგორც დედაქალაქსა და მის გარშემო რეგიონებში, ისე ოსაკაში.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ყოველდღიური რაოდენობა ფიქსირდება, რაც დელტა შტამის გავრცელებითაა გამოწვეული.
ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 000-ს მიაღწია, რომლის თითქმის მესამედი კი დედაქალაქზე მოდის.
ტოკიოში – სადაც ოლიმპიადის თამაშების უმეტესობა იმართება – გადაბმულად სამი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.
მედიის ცნობით, საწოლების რაოდენობის 60%-ზე მეტი უკვე დაკავებულია.
წყარო – Reuters
კომენტარები