ჟურნალისტი, ვახო სანაია:
რა იქნება ბოლოს…
● დაიბადე
მიხვალ ბაღში – დაგხვდება აღმზრდელი, რომელიც იქნება შეშინებული, რომ კრიტიკული არაფერი წამოსცდეს, თორემ უფროსობასთან დაასმენენ.
● მიხვალ სკოლაში – დაგხვდება მასწავლებელი, რომელიც იქნება შეშინებული, რომ არ დააბეზღონ. დაგარწმუნებს, რომ ბიძინა ექვთიმეა.
● ჩააბარებ უნივერსიტეტში ქრთამით ან ნაცნობობით – დაგხვდება ლექტორი, რომელსაც რექტორისა ან განათლების მინისტრის ეშინია.
● დაიწყებ სამსახურს – დაგხვდება უფროსი, რომელსაც მთავრობის ეშინია.
● მუსიკოსი ხარ – ბერა შეგიმოწმებს გემოვნებას. თუ მთავრობის მორჩილი არ იქნები, შენი ნამუშევარი ვიწრო წრეში დარჩება.
● ჟურნალისტი გახდები – შენი უფროსი შალვა რამიშვილი იქნება. დიდი-დიდი ბაჩო და გური გამოხვიდე.
● ეკონომისტი გახდები – ლარის კურსის ,,გაპრავება” მოგიწევს.
● ექიმი გახდები – ვირუსი რომ გავრცელდება, ტიკარაძე გიკარნახებს, როგორ უნდა მოიქცე.
● ფეხბურთელი გახდები – ნაკრებში კალაძის ნებართვით თუ მოხვდები, ისე შანსი არა გაქვს. შენს პოლიტიკურ მოსაზრებებს გადაამოწმებენ და გადაწყდება, გექნება თუ არა კარიერა.
● მწერალი გახდები – წულუკიანი გადაწყვეტს, რა და როგორ დაწერო.
● გამომცემლობა გექნება – წულუკიანი გადაწყვეტს, რა დაბეჭდო. არ დაემორჩილები – მოგაკითხავენ და მოგახრჩობენ ფინანსურად.
● მოგზაურობას გადაწყვეტ – კოკა მორგოშიები გცემენ, რადგან შენი ტანსაცმელი არ მოეწონათ.
● მშენებელი გახდები – შენს პროექტს ბიძინა ივანიშვილი ჩაასწორებს და მხოლოდ მისი გემოვნებით აგაშენებინებენ რამეს, მის მიერვე შერჩეულ ადგილზე.
● ბიზნესმენი იქნები – ფარცხალაძე ჩაგიჯდება წილში, მისთვის იმუშავებ ან ჩაგიყვანს სარდაფში და საერთოდ წაგართმევს.
● ფერმერი გახდები – გახსოვდეს ბიძინას სოფლის მეურნეობაში ,,სერიოზული” იდეები აქვს და შეგეხება ეს იდეები.
● ჯარისკაცი იქნები – დღეში სამჯერ გეტყვიან, რომ რუსეთი მოგვერევა და შენი პროფესია დიდად არცაა საჭირო.
● პოლიციელი გამოხვალ – მოგიწევს ბიძინას სახლის გარშემო დგომა და ახალგაზრდები დევნა.
● დიპლომატი გახდები – ვინმე რომ პუტინს შეაგინებს, ღამის 12 საათზე წერილებს დაგაწერინებენ და ბოდიშებს მოგახდევინებენ.
● ინტერნეტში რამეს დაწერ – ტრი-ტრი გარანტირებული გაქვს
● ამ ყველაფერს შეეგუები – დიდი-დიდი მამუკა მდინარაძე გამოხვალ
● მერე ზებრა შენი საყვარელი ცხოველი გახდება
● მერე პანორამა თბილისზე იტყვი, რომ ყველაზე დიდი პროექტია კაცობრიობის ისტორიაში
● მერე ლევ ლეშენკოც მოგეწონება
● მერე ჯაღმაიძის სტატუსებიც მოგეწონება
● და ასე უსასრულოდ …
გგონიათ შორსაა ? არა. ეს ყველაფერი უკვე გვაქვს. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აკლია, შენი დანებებაა.
სულ სამი ვარიანტია :
1. იბრძვი და ცვლი
2. ეგუები
3. მიდიხარ ქვეყნიდან.
აირჩიე.
კომენტარები