დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლეობას შეხვედრების დროს ნაკლებ შეხებას ურჩევს.
„ძალიან გთხოვთ არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გავაკეთო. ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, რომ ვხვდებით ერთმანეთს ვკოცნით ხოლმე, და გთხოვთ ძალიან, თავი შევიკავოთ. ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა. განსაკუთრებით, როცა რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, მოვერიდოთ.. ხელის ჩამორთმევაც არ არის რეკომენდირებული, ჯობია ხელის აწევით მივესალმოთ, ერთმანეთს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები