მარინა ქურდაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“იურისტებო დამეხმარეთ!
ალბათ მარტო მე არ ვარ ამ დღეში!
ახალი კომპანია თელმიკო მაყაჩაღებს! თელასში ვრიცხავდი აქამდე. ეხლა თელმიკოს მესიჯი მოვიდა აბსურდი თანხა! ცალკე თელასის აღრიცხვა ეს რომ მივწერე კომპანიას ასეთი პასუხი მომწერა….გთხოვთ
ბოლომდე წაიკითხეთ რა სისულელეს მწერს.
…ორივე კომპანიას უნდა გადაუხადო ფულიო….
….1 ივლისიდან სს “თელასის” ნაცვლად მოსახლეობას ელექტროენერგიას აწვდის შპს. „თელმიკო“. სს “თელასისი” აბონენტები ავტომატურად გახდნენ “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” „თელმიკო“-ს აბონენტები. იმისთვის რომ გაიმიჯნულიყო მოხმარებული ელექტროენერგია 30 ივნისამდე და შემდეგ, საჭირო გახდა ახალი ანათვალის აღება 30 ივნისს. დაიგზავნა ინფორმაციული ხასიათის შეტყობინებები, სადაც თბილისის მოსახლეობასთან გაჟღერებული იყო თხოვნა,გადმოგზავნილიყო 30 ივნისის ჩვენებები. იმ აბონენტების ბარათებზე , რომელთაც ვერ მოახერხეს ჩვენებების გადმოგზავნა, 30 ივნისს დაერიცხათ შეფასებითი ჩვენებები მათივე წინა თვის ხარჯიდან გამომდინარე. ეს არის დავალიანების ის ნაწილი, რომელიც აბონენტმა უნდა გადაუხადოს კომპანია თელასსს. თუმცა, ივლისის თვეში უკვე გეგმიურად ( სტანდარტული გრაფიკის მიხედვით ) მოხდა რეალური ჩვენებების აღება და ამ მაჩვენებლით განსაზღვრული ელექტროენერგიის გადასახადი აბონენტმა უნდა გადაუხადოს თელმიკოს. ამიტომ არის ამ თვეში 2 ქვითარი. ერთი თელასის, ხოლო მეორე თელმიკოსი. გადასახდელია ორივე მათგანი….”
შეგახსენებთ, სემეკმა ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გააკეთა განცხადება და თქვა:
“ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა.”
თუ დაუშვებელია თანხის ზედმეტობით დარიცხვა, რატომ არიცხავენ მოსახლეობას და რატომ წერს უამრავი ადამიანი ამ პრობლემაზე, გაუგებარია,
სემეკი არ ამბობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალ თვეში დაკორექტირდება ზედმეტობით დარიცხული, ამ თვეში საიდან უნდა მოიტანონ ადამიანებმა დამატებითი თანხები?
კომენტარები