პუბლიცისტი სოსო ჭუმბურიძე, რომელიც “ლიტერას” კონკურსში ჟიურის დამატებითი, მეხუთე წევრი გახლდათ, კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„ლიტერას” კონკურსზე წარმოდგენილი წიგნების გაცნობა თეონა დოლენჯაშვილის რომანით დავიწყე („ჩიტი არ გამოფრინდება”).
მომეწონა (ეს მინისტრსაც ვუთხარი). თხრობის მიმზიდველი და დახვეწილი სტილი აქვს, თანაც ისეთი მშვიდი, რომ გაოცდები: სულ არ ჰგავს იმ „მეამბოხე თეონას”, ტელეეკრანზე რომ ვხედავთ.
ჩემი („ოდეერის”) ერთი ხმა აუცილებლად მას ექნებოდა.
კომენტარები