ვარლამ გოლეთიანი ვიდეოს ავრცელებს:
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამუშაო პროცესი მიდის და კითხულობენ რას ვაკეთებთ – ამიტომ მინდა საკუთარი თვალით განახოთ, რა ხდება ნამოხვანში.
აქ არაფერი არ ხდება, არც ტექნიკა არ დგას, არც ადამიანები არიან, მუშაობა შეჩერებულია მას მერე, რაც დავბრუნდით დედაქალაქიდან. არ ენდოთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოები აქ ვრცელდება და გთხოვთ არ გაავრცელოთ.
“ენკას” კი უწერია, რომ მუშა პროცესი მიმდინარეობს და არ შეწყვეტილა, თუმცა, ხედავთ…
როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, ისინი არსებით გადახედვას არ აპირებენ რაც გამორიცხავს სიმართლის დადგენას და გამორიცხავს იმასაც, რომ არ ითვალისწინებენ საზოგადოების მოთხოვნას.
კომპანიას, რომელიც დავასახელეთ კვლევებისთვის, ხელისუფლებამ უარი უთხრა. ცდილობენ, როგორმე გაწელონ პროცესი და დააცხრონ მუხტი.
ყველამ კარგად ვიცით, არჩევნები მოდის, ხელისუფლების სურვილია ათრიონ ეს პროცესი და ჩააცხრონ მუხტი. ადამიანებს უღვივდებთ ნიჰილიზმი. ფულს ხარჯავენ, ათასობით დოლარს ყრიან ტყუილი ინფორმაციის დასპონსორებაში.”
კომენტარები