ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია:
„უკვე მომდევნო კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათი-სამშაბათიდან დამატებით განცხადება გაკეთდება.
ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე.
ერთადერთი დისკმოფორტი რაც შეიძლება შეიქმნას, იქნება, თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნა რიგი. რიგს მოცდა დიდი ხანი არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო. რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ დარჩება აცრის გარეშე“, – განაცხადა გაბუნიამ
კომენტარები