ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“‘ნაცბაბლის’ ის მორიგი, ხელოვნური ისტერია, რომელიც კულტურის “დიქტატორი” მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ცხადად მეტყველებს სააკაშვილის სექტის ადვილად გამოსაცნობ კურსზე:
თავადვე ბოლომდე მოახდინონ თვითლუსტრირება, რადგან კიევში მცხოვრებ პოლიტიკურ მაწანწალას სჭირდება ყველა სეგმენტიდან ვითარების ესკალაციის მცდელობა. ოღონდ ეს ნებისმიერი სექტორალური “ბუნტი” უნიჭო საცირკო ჟანრშია და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არააქტუალურია.
ბოროტი კლოუნები და მარიონეტები კი, ხალხისგან კვლავაც ბუნებრივად იმკიან დაცინვას და გაკიცხვას.”
კომენტარები