ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაატოვებინეს ოლიმპიური სოფლის ტერიტორიიდან გასვლისთვის. ამის შესახებ იაპონურმა სააგენტო Kyodo წერს.
სააგენტოს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, რაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 23 ივლისს დაიწყო, აკრედიტაცია მოუხსნეს მონაწილეებს.
როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმე ეხება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსნებს, 27 წლის ვაჟა მარგველაშვილსა და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მასანორი ტაკაიამ 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმე ეხება COVID-19-ის პროტოკოლის „უხეშ დარღვევას“ და რომ დამრღვევებს აღარ ექნებათ ოლიმპიურ ობიექტებზე შესვლის უფლება.
კომენტარები