გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
სოფელ ახაშენში მანქანის ხელოსანი სპეციალურ მოწყობილობაზე დამონტაჟებული მსუბუქი მანქანის შეკეთებას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, რკინის კონსტრუქცია მწყობრიდან გამოვიდა და მანქანა ხელოსანს დაეცა.
მიღებული დაზიანებებით მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები