ბლოგერი, გურამ შეროზია:
“ძააან ღადაობა ამბავში გავიჩითე. რაკი ყელშია სასტუმროები, მეთქი ვინმე ადგილობრივთან დავრჩები.
აპი რომ არის, უმასპინძლე-გიმასპინძლე, იქ ჩავაგდე 5 კაციან ჩეთში, რორამე მასპინძელი გაასწორებდათქო.
ჩემთან არიქაო ერთმა.
მეორემ არა ჩემთანო.
მესამემაც. ბრახ და მეოთხეც მოვარდა.
ახლა ხოცავენ ერთმანეთს, არა მე ვიყავი პირველი, არა მე, მე უფრო ახლოს ვარ და ეგეთებს.
ოთხივე ბიჭია აღვწეროთ სათითაოდ;
1. ბურსადან არის ჩამოსული ორ ძმაკაცთან ერთად. ძმის გულო და ქართული მარშის ტერმინებით მებაზრება, თან ისე უნდა მიმასპინძლოს – ლამის აგინოს სხვებს, მე დავწერე პირველი და შეეშვითო! თან ბევრ სმაილს იყენებს, მხიარული ჩანს.
2. ბიჭია 20 წლის, ევროპელი. ქერა, თინეიჯერის ვიდზეა და ყველა ფოტოზე იღიმის, კაის ნიშანია :დ გიცნობო, თბილისში შენი სახლი უნდა დამეჯავშნა ეარბიენბიზე და დამასწრესო, ბედია აქაც რომ გნახე, ჩემთან უნდა წამოხვიდეო. ლამის წავედი მასთან, მაგრამ აზიურ მხარეშია და 1.5 საათი კიდევ რომ მომკლა რა მატარებს ღამით!
3. თურქი ბიჭია, სიფრიფანა და თავაზიანი, ვოისებში ნაზი ხმა აქვს და კიდევ უფრო დნება. ვახშამი მოვამზადოთო (დაწინაურდა, კუჭის მონა ვარ). მასაჟიც ვიცი კარგიო (ბრახ! მასაჟზე ვგიჟდები, მაგრამ კი ვიცი, როცა ახსენებენ საით მიყავთ საქმე) თან ძაან მოწიწებით მებაასება, არ მგონია ჩემი ნების საწიააღმდეგო რამე მაკადროს. :დ
4. ლიბანელი სადოქტოროს სტუდენტი. ამან “გეპატიჟები ჩემს მდიდრულ სახლშიო”. მეთქი შენი სნობი… მაგრამ თან კომფორტიც რომ მიყვარს და როკოკო-ბაროკოც? თან სნობურ სახლში, საჭმელებიც ბევრი იქნება. თან პირველებივით ესეც მაგრად ჭედავს, თურმე ჩამოურეკა ყველას და აკაჩავებს მე დამითმეთო, . (რა ვარ ასეთი სასწაულიმეთქი ვფიქრობ)
ამასობაში თურქი ბოდიშს მიხდის მასაჟი რომ ახსენა, ბოლო ბიჭი მაშინებს – ის სამნი ცოტა მანიაკები მგონია ჩემთან წამოო, ევროპელი თინეიჯერი მკერავს კიდევ ჩამოვალ ჯორჯიაში და შენს სახლს დავჯავშნიო და საძმო კიდევ – სასმელები დავითრიოთ და ვსვათ და თამაშები ვითამაშოთ ძმის გულოო!
ვდგავარ ახლა “კარალევასავით” და ველი ვინ გაიმარჯვებს ამ ომში
პ.ს. უკვე დილაა, ანუ უკვე დავრჩი ერთთან, გამოიცანით რომელთან წავიდოდი? თქვენ რომელს აირჩევდით? ფოტო ეს მეყენა.”
კომენტარები