“ალიას“ ესაუბრება 56 წლის ქალბატონი, ფსიქოლოგი, ფიზიკოსი ქეთევან თოიძე, რომელიც ქირურგიის ინსტიტუტში ექიმის დახმარედ მუშაობდა წლების განმავლობაში.
ერთი წლის წინ, შარშან ზაფხულს დამეწყო ფეხების შეშუპება. თავდაპირველად, არ მიფიქრია, რომ რამე სერიოზული მჭირდა, სიცხეს დავაბრალე. მალე, ჩემი მდგომარეობა გართულდა, დამეწყო სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მთლიანად შევშუპდი, მიჭირდა დამოუკიდებლად მოძრაობა. იძულებული გავხდი, სამსახურისთვის თავი დამენებებინა, მაგ პერიოდისათვის უკვე ბავშვთა ფსიქოლოგიად ვმუშაობდი. გამოვიძახე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ერთ-ერთ კლინიკაში გადამიყვანა. ანალიზების აღების შემდეგ, გაირკვა, რომ ძალიან დაბალი მაქვს ჰემოგლობინი. გადამისხეს სისხლი და ჩამიტარდა გარკვეული ტიპის სამედიცინო დახმარება. გაირკვა, რომ მქონდა სიგმა-გოჯის ავთვისებიანი სიმსივნე. როცა კლინიკიდან გამომწერეს, შეშუპება ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო ალაგებული.
გამომწერეს, თუ არა, დავიწყე გამოკითხვა, ვისთვის შეიძლებოდა მიმემართა და მირჩიეს ნიუ-ჰოსპიტალსის წამყვანი ქირურგი ლაშა ღუღუნიშვილი. გამიმართლა და აღმოჩნდა, რომ მის რამდენიმე პაციენტს ვიცნობდი. მისი ყოფილი პაციენტები მასზე ისეთი სიყვარულით საუბრობდნენ, თავიდანვე პოზიტიურად განვეწყვე. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მასთან თავად მივსულიყავი ვიზიტზე, რადგან, ჩემი მდგომარეობა ისევ დამძიმდა, ისევ მოგვიწია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელსაც, უკვე ვთხოვე, რომ ნიუ ჰოსპიტალსში გადავეყვანე. იქ გავიცანი პირადად ლაშა ექიმი, რომელმაც გულისყურით გამსინჯა და დაიწყო მკურნალობის პირველი ეტაპი. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დაბალი მქონდა ჰემოგლობინი, ოპერაციამდე მის დარეგულირებაზე უნდა გვეზრუნა. როცა კლინიკიდან სახლში გამომწერეს, უკვე მთლიანად ალაგებული იყო შეშუპება და გადადგილებასაც ვახერხებდი.
შევიტანე დაფინანსებაზე განცხადება, მივმართე თბილისის მერიასაც, ოპერაცია ნაწილობრივ დამიფინანსდა. მივბრუნდი ისევ ნიუ-ჰოსპიტალსის კლინიკაში ლაშა ექიმთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისევ არ მქონდა ჰემოგლობინი ნორმაში. ლაშა ექიმმა პირადად იბრძოლა არაერთი დღე, რომ როგორმე მივეყვანე ოპერაციამდე და მაქსიმალურად ნორმაში მქონოდა ყველა ანალიზი. ამის შემდეგ უკვე გააკეთა ურთულესი ოპერაცია, ლაპარასკოპიური ჰემიკოლექტომია. ნაწილობრივ ლაპარასკოპიით იმუშავა და ნაწილობრივ ღია მეთოდით. ოპერაცია 2 ივლისს ჩამიტარდა, უკვე ნაოპერაციები აღარც მეტყობა, არც ტკივილები მაწუხებს. ვუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დამჭირდება ქიმიის რამდენიმე კურსი, რის შემდეგაც, სამსახურსაც დავუბრუნდები.
მადლობა ყველა მის პაციენტს, ვინც არ დაიზარა და მითხრა, რომ ლაშა ექიმის ნდობა თვალდახუჭულად შეიძლება. არ ვიცი, როგორ უნდა გამოვხატო ამ ქირურგის მიმართ პატივისცემა, მან მე უმოკლეს დროში შემაძლებინა ფეხზე დადგომა.
მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგების მოსაზრებით ოპერაცია არ იყო აუცილებელი, საბოლოო ჯამში, რადიოლოგიურმა და სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ გარდაუვალი იყო ჩემთვის ოპერაციის გაკეთება და რომ არა ეს ოპერაცია, ვინ იცის, რამდენი წელი უნდა მევლო კლინიკებში.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა ღუღუნიშვილმა შეუძლებელი შეძლო!
კომენტარები