სოციალურ ჯგუფში, Stop-Cov აჭარა, ე.ბ. წერს:
“გამარჯობა. ვარ კოვიდინფიცირებული.
კარანტინში ვარ ბინაში, მეკონტაქტება ოჯახის ექიმი, დასაწყისში არანაირი პრობლემა არ მქონდა, ლაითად მახველებდა და სიცხე 37.1. თანდათან დამეწყო ზურგის, თირკმელების, თვალების ტკივილი. დამიბუჟდა ტუჩები და მეფსკვნებოდა კუნთები. დავუკავშირდი ექიმს და ჩამწერა გამოკვლევებზე.
3 დღე ველოდე რომ მოსულიყვნენ და წავეყვანე, არ მოვიდნენ. გადავრეკე 112-ში, ვეჩხუბე და მითხრეს, გამოსულია სასწრაფოო. მეოთხე დღესაც რომ არავინ არ მოვიდა, ექიმმა მითხრა, გამოიძახეთ ტაქსი და არ თქვათ რომ ინფიცირებული ხარ და წადით გადაღებაზეო.
გამოვიძახე ტაქსი და წავედი ბაუში. შემეცოდა ტაქსის მძღოლი, მისთვის ხომ უნდა მიმეცა ფული, ვუთხარი, ასეთი ამბავია-მეთქი და დეზინფექციის ხსნარით გავუწმინდე ყველა ის ადგილი, რასაც შევეხე, ფულიც.
მივედი გადასაღებად საავადმყოფოში, არა, უფრო საღორეს გავდა. არანაირი სისუფთავე, არანაირი დეზინფექცია. ამიღეს ანალიზის ტვირთის და მუსორის ლიფტის კარების წინ, მერე წავედით გადაღებაზე. რომ დამაწვინეს, არანაირი დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ, ვისი ნაწოლია, ღმერთმა უწყის. კარგი, მე ინფიცირებული ვარ მაინც და ჩემს მერეც რომ არანაირი დეზინფექცია არ გაუკეთებია არავის, ისე გამოვედი. იქ, რომ ჩემს მერე კიდევ ვიღაცას დააწვენდნენ?
ყურადღება, ვირუსთან ბრძოლაში განუკითხაობაა. მოითხოვეთ ყველაფერი თვითონ, თვითონ უნდა მიხედოთ თავს, თორემს არ გეგონოთ ვინმემ ყურადღება მოგაქციოთ. მითხარით, რა უნდა მექნა, სასწრაფო კოვიდინფიცირებულთან არ მოდის და უნდა მოვმკვდარიყავი?”
კომენტარებში წერენ:
“ზუსტად მსგავსი სიტუაცია მაქვს ბავშვი აღრიცხვიდან მოიხსენება 2 დღეში და ანალიზებს ველოდებით ისევ. მეორე 2 წლისაა და მე-12 დღეა და ექიმმა ზუსტად ორჯერ დარეკა! ერთხელ რომ დაუდასტურდა და მეორედ 7 დღის მერე მე მოვითხოვე დაერეკა სიცხე დაგვივარდა და იცით რა მითხრა კოვიდმა იცის და აღღიცხიდან რო მოგხსნით შენით წაიყვანე გამოკვლევებზეო აცრილებიც ვართ და მთელი ზაფხულია არ შევარგე ბავშვებს, გარეთ არ ვუშვებდი და თუ გავიყვანდი ყველა ჩვენ გვიყურებდა გიჟებივით პირბადით დავდიოდით!!! ყურადღება რომ განულებულია ამას ბევრი ფიცი არ სჭირდება”
“განუწყვეტლივ ვრეკავდი მთელი დღე რომ ინფიცირებული გადავეყვანე იზოლაციაში, დამირეკეს საღამოს და მეუბნებიან რომ ვერ გადამიყვანენ რადგან ადგილი არ აქვთ, ეს ნორმალურია? ბოლოს რესპუბლიკურს მივადექი და ყურადღება იქაც 0.. ისტერიკები თუ არ გაუმართე არავინ მოგაქცევს ყურადღებას.”
“იგივე შემიძლია ვთქვა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე.შეგვყარეს პალატებში ხველისგან იხრჩობოდი, სიცხისგან იწვოდი თუ სულაც კვდებოდი არავინ მომკითხავი არ იყო. თუ იქით კითხავდი ან წამალს ითხოვდი ხელებს გიშლიდნენ რომ დაიღალნენ და უამრავი საქმე აქვთ “
“5 დღეა დადასტურებული მაქვს ვირუსი და უშედეგოდ დღეში 3 ჯერ ვრეკავ 112 შიც, ჯანდაცვაშიც და სადაზღვეოშიც, ყველა ჯერზე იწერენ ჩემი და ჩემი შვილების პირადობებს და აქამდე ველოდები იქნებ ვინმემ მოგვიკითხოს”
კომენტარები