ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება. პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით დასრულდა გარდაცვლილის მეგობრის გამოკითხვა, რომელმაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მოკლულის სხეულზე რამდენმე დეენემის ნიმუშია ნაპოვნი. ახალგაზრდა მასწავლებლის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს, თუმცა, რა გახდა საბოლოოდ სიკვდილის მიზეზი, ჯერ უცნობია.
ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, სამძებრო ოპერაცია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.
კომენტარები