მუსიკოსი, ყოფილი დეპუტატი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობამ თავი ამოწურა და ეს სახეობა გასაუქმებელია.
“ორ წელზე მეტი ხანი ვჭიდაობდი მეც ბერძნულ-რომაულს (რატომ ნუ მკითხავთ)
ჰოდა, სანამ ზევსი არ იტყვის, რომ ეს სახეობა გაბანძდა და აღარ ღირს, არც საჭიდაოდ, არც საყურებლად, არ შევეშვებით?!…
ტურნირი ისე ჩაივლის, ილეთი არ კეთდება. დიდი-დიდი მსაჯმა ვინმეს შენიშვნა მისცეს და პარტერში დატრიალებაზე იწვალოს მოწინააღმდეგემ.
რა არის, რას ჰგავს ეს?!…p.s. ფოსტალიონები ყველაზე საჭირო და დაფასებული ხალხი იყო ცოტა ხნის წინ, მაგრამ ფაფუ, გაუქმდნენ, დრომ გააუქმა” – წერს ხაჩიძე.
კომენტარები