სააგენტო „როიტერსის“ ცნობით ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ქართველ ძალოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს.
36 წლის ბენიკი ბირთვის მტყორცნელია. მან საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ტოკიოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აბრამიანის ორგანიზმშია სამი აკრძალული სტეროიდი – დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი.
კომენტარები