„ალოო, რა ხდება მანდ, მძლეოსნობის ფედერაციაში ? ვინმე აკონტროლებს საერთოდ რეალური სპორტსმენები მიჰყავთ ოლიმპიადაზე, თუ ტურისტები, გამოგონილი და არარეალური მაჩვენებლებით მოპოვებული ლიცენზიებით ?“ – წერს სოციალურ ქსელსი სპორტული მიმართულების ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი.
„ერიჰააა !!!
ამ ორიოოდე დღის წინ, ბირთვის მკვრელ გოგონაზე ვწერდი, რომელმაც უსახელოდ დაასრულა ტოკიოს ოლიმპიადა და თავისივე საუკეთესო შედეგს, რაც კი კარიერაში ჰქონდა ნაჩვენები, ტოკიოში 3,5 მეტრით (!!!) ჩამორჩა, შესაბამისად ბოლო ადგილიც დაიკავა !!!
ახლა კი კიდევ უფრო „საოცარი“ რამ აჩვენა ასევე მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენელმა, ოღონდ სამხტომელმა ლაშა ღულელაურმა. მან სამი ცდიდან, ვერც ერთი (!!!) ვერ დააფიქსირა !!! ანუ, ამხელა დონის შეჯიბრებაზე მიდის სპორტსმენი, რომელიც იმას ვერ ახერხებს, რომ 1 ცდა მაინც ჩაეთვალოს, ანუ თეთრ ხაზზე ფეხი არ დააბიჯოს ??? (ორში ასე დაემართა, მესამე კი ტრავმის მიზეზით არ გამოიყენა, რაც ასევე კითხვებს აჩენს)არადა, მას საუკეთესო შედეგად კარიერაში 17.16 მეტრი აქვს დაფიქსირებული, რითაც არათუ ფინალურ ჯგუფში შევიდოდა, არამედ 32 მონაწილეს შორის მე-2 ადგილზეც იქნებოდა და არა ბოლო ადგილოსანი. ფინალურ ეტაპზე შესასვლელად კი 17,05 მეტრზე (!!!) გადახტომა იყო საჭირო !!!
ალოო, რა ხდება მანდ, მძლეოსნობის ფედერაციაში ? ვინმე აკონტროლებს საერთოდ რეალური სპორტსმენები მიჰყავთ ოლიმპიადაზე, თუ ტურისტები, გამოგონილი და არარეალური მაჩვენებლებით მოპოვებული ლიცენზიებით ?“ – წერს ხვადაგიანი.
კომენტარები