დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, თქვა:
გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელია. ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი – 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში, დაახლოებით, 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15-ჯერ უფრო იცავს. 1 000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება, დაიღუპოს 1 ადამიანი. მაშინ, როცა 1 000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15.
15-ჯერადი განსხვავებაა, ამიტომ აცრის დაცვას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს.
კომენტარები