სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიასთან თქვა:
რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი..
კანდიდატებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ -ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ჩვენ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება რაც აქვთ პარტიებს, ჩვენს კონკურენტებს – რომლებსაც ათწლეულებია და წლებია უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ.
კომენტარები