სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრების წესზე საუბრობს:
„ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს. შემიძლია, დავიფიცო. ჩემი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო – ეგრევე გული მერევა. რამდენჯერმე ძალით ვცადე დალევა და ჭიქა რომ მივიტანე ტუჩთან, საშინელი თევზის სუნი ვიგრძენი და ცუდად გავხდი. დედაჩემსაც კი ვეკითხებოდი, ბავშვობაში წყალს ვსვამდი-მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა, არ მიმიქცევია ყურადღებაო (იცინის). ვსვამ ცაის, ყავას, გაზიან სასმელებს და ვჭამ ბოსტნეულს, ამით ვივსებ წყლის ბალანსს ორგანიზმში და არც გაუწყლოება მაწუხებს…
რა თქმა უნდა, მივმართავ სოლარიუმს, ავტორუჯს და ყველანაირ ხერხს, რაც ჩემს კანს სხვა შეფერილობას მისცემს. ბევრი ამბობს, სოლარიუმი საშიშიაო, თუმცა სწორი წესითა და დოზით მიღებული რუჯი უსაფრთხოა. სხვათა შორის, არასდროს ვიცავ ზღვის სანაპიროზე გასვლის წესებს. მზეზე ზედმეტი წოლისგან თვალიც დამსიებია და წყლულებიც გამჩენია, მაგრამ საავადმყოფოში არ მოვხვედრილვარ. ეტყობა, ბევრი რუჯისგან ჩემი კანი აღარ გამოყოფს მელატონინს, ამიტომ რთულად ვირუჯები და დილის მზე რუჯის მისაღებად ჩემთვის არ არის ეფექტური. თან, როცა ვირუჯები, არანაირ საცხსა და ზეთს არ ვისვამ, რადგან ეგრევე კანი მძვრება და მზეზე საათობით წოლა წყალში მეყრება”
კომენტარები