ბლოგერი, გურამ შეროზია:
“გუშინ კინაღამ გავილახე ფეხებში იუგორტიც მესროლეს, კიდევ კარგი თავი გავწიე… მოკლედ.
გამოვედი სახლიდან, მეგობარი უნდა ვნახო, შევუხვიე რაღაც ვიწრო ქუჩაზე და უცებ ვხედავ ჩოჩქოლს, ბევრი მუქ ფერებში ჩაცმული ბიჭი და კაცი შექუჩულან ერთად და თვალებგაფაციცებული უყურებენ რაღაცას. ავიხედე და სამ სართულიანი კორპუსის ყველა ფანჯარაში გამოფენილია ჩაკრასკულ-მკერდმოღიტინებული ქალები და/ან ტრანსები.
ჩვეულებრივი წითელი ფარნების ქუჩა გაიჩითა, ამსტერდამის. რატომღაც აღარ გამახხსენდა, ფოტოს გადაღების გამო რომ გამომიხტნენ ამსტერდამშიც, ლამის თავზე რომ გადამალეწეს კამერა და ათი წუთი რომ ვირბინე წვიმაში მამაშას შიშით.
ამოვიღე ტელეფონი, ამას როგორ გავმაზავმეთქი. ფანჯრებში ცოტა ხმაური და ისტერიკა კი მომესმა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ მე მაგინებდა სრულიად საბოოზეთი? აზრზე მაშინ მოვედი, როცა ბიჭები სადღაც გადახტნენ, თავზე წყალი დამესხა (იმედია წყალი იყო) და ფეხებში იუგურტი შემომასკდა (გავიწიე დროულად).
აი ამის ღირსი ვიყავი ხო თქვენგან, რასაც მე გიცავთ?! სთორიც მიდევს ამის ამსახველი: www.instagram.com/guramsherozia
P.s. სტამბოლის შემდეგ თრიფში, რომელსაც სექტემბრის ბოლოსკენ ვიზამ – ამასაც შევიყვან სანახაობებში. ან თუ ვინმე გამაბრაზებს – კამერით ხელში დავაყენებ ფანჯარასთან და მერე ვუყურებ სანახაობას.”
კომენტარები