პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ “მთავარი არხის” ეთერში გავრცელებული ფარული მიყურადების დოკუმენტების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.
გახარიამ სენაკში პარტია “საქართველოსთვის” ოფისის გახსნის დროს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა:
“არ მიყურებია, არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე, დიდი ეჭვი მეპარება ამის ავთენტურობაში. პირველ რიგში რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა – რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ეს რა არის, მანამდე ნებისმიერი საუბარი არასერიოზულია”
კომენტარები