“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, პრემიერის განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, დღეს, ღარიბაშვილმა თქვა: “რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. ყოველდღე უსმენენ და ხედავენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას, პირდაპირ უნდა ითქვას, და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით.”
ნიკა გვარამია:
“რას ხედავს და ხელისუფლების კრიტიკას, რაც მათთან, რუსეთის წყალობით, გამორიცხულია.
ხედავს თავისუფალ ხალხს თავისუფალი სიტყვით.
და ასევე ხედავს რუსული ყაიდის მთავრობას, რომელიც ზღუდავს, არბევს, კლავს.
ხედავს და ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთში იქნებიან თუ რუსულ საქართველოში.
ხედავს და ვერ ამჩნევს განსხვავებას კრასნოდარსა და თბილისს შორის.
ps და მოიცა, ტელეკომპანია იმედს არ უყურებენ ეგ ახალგაზრდები, მშვიდობის და კეთილდღეობის სავანეს?”
კომენტარები