“მოქალაქეების”ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად.
როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი ნამდვილად არ ყოფილა.
მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია – ჩემთვის ეს არის საინტერესო”
კომენტარები