ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს ეხმაურება:
„არაა აუცილებელი, რომ პრეზიდენტის განცხადებები რომელიმე პარტიის კურსთან თანხვედრაში იყოს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა და აკეთებს იმ განცხადებებს, რომლებიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. ესაა მე რაც ამ პრესკონფერენციიდან დავინახე.
ოპოზიციის სრული ალოგიკურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა იმის თქმით, რომ პრეზიდენტი ჩვენსკენ შემოტრიალდაო. ზურაბიშვილი დღეიდან ლეგიტიმური გახდა? ხომ აცხადებდნენ, რომ მათი პრეზიდენტი არ იყო… კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორი უსახური ოპოზიცია გვყავს”
კომენტარები