საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფომ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზა გადმოსცა.
ზალკალიანი სოციალურ ქსელში ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.
კომენტარები