აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლი მზად არ არის, დაუყოვნებლივ გააუქმოს მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო.
ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლი ეტაპობრივ მიდგომაზე მუშაობს, რომლის თანახმად, უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან, სრულად ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის.
კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო.
აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
კომენტარები