აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.
„ინფექციის გადაცემის გაზრდისა და იმის გამო, რომ დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში ვაქცინაციას არ გადის, დაუცველი ადამიანების მნიშვნელოვანი ჯგუფი გვყავს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, ის შეშფოთებულია იმით, რომ არავაქცინირებული ადამიანების დიდმა რაოდენობამ ვირუსის უფრო ძლიერი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის.
კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო.
აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
კომენტარები