ბარბადოსელი მომღერალი რიანა Forbes-ის მილიარდერთა სიაშია.
Forbes-ის ოფიციალური მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში უმდიდრეს ქალ მომღერლად აქცევს.
მომღერლის წარმატება მის მიერ დაარსებულმა კოსმეტიკის ბრენდმა Fenty Beauty-მ განაპირობა. რიანამ ქონების უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 1.4 მილიარდი დოლარი სწორედ კოსმეტიკური ბრენდი Fenty Beauty -ის წყალობით დააგროვა, რომელიც მან 2017 წელს დააარსა.
გარდა ამისა, რიანა ფლობს 270-მილიონიან წილს თეთრეულის კომპანიაში Savage x Fenty.
რიანა ამჟამად სრულად სილამაზის ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული და მუსიკალურ კარიერას ნაკლებ დროს უთმობს.
კომენტარები