“ინგა, მე ძალიან მიყვარს თქვენი შეკითხვები და მათზე პასუხის გაცემა, მაგრამ არის სიტუაციები, რომ ნოსტრადამუსობაზე თავს ვერ გამოვდებ,”- ასე უპასუხა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეწამყვანის კითხვას, თუ რა მოხდება 3ოქტომბის შემდეგ, თუ მერობის არჩევნებზე უმრავლესობის კანდიდატი კახა კალაძე გაიმარჯვებს.
პარტიის ლიდერის პასუხმა ჟურნალისტის გაკვირვება გამოიწვია და განაცხადა, რომ პოლიტიკოსები სამომავლო გეგმით უნდა მოქმედებდნენ.
“რა შუაშია ნოსტრადამუსობა, გეგმა ხომ უნდა არსებობდეს?! ჩემი თანამშრომელი ავად რომ გახდეს, ჩემი, როგორც მენეჯერის გეგმაა, მას სასწრაფოდ შემცვლელი მოვუძებნო. თავმოყვარე პარტია პოლიტიკის მენეჯერი უნდა იყოს”- განაცხადა გრიგოლია, რაზეც ნათელაშვილმა უპასუხა, რომ “მენეჯერი ერთია და წინასწარმეტყველი მეორე.”
კომენტარები