“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “რეაქციაში” ადგილობრივი არჩევნების წინა მოსამზადებელ პერიოდზე საუბრობს და აცხადებს, რომ კენჭისყრა უპარტიო ადამიანებსაც შეუძლიათ.
ნათელაშვილმა ასევე მის წარმომადგენელზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააშანტაჟეს.
“სიღნაღში, თქვენი კოლეგა(ჟურნალისტი), ძალიან საყვარელი ადამიანი ნელიკო ვარდიაშვილი, რომელიც ქიზიყზე უსაზღვროდაა შეყვარებული, სოფელ-სოფელ დადის. გითხრა, ისტორია როგორ განვითარდა.. ხან გველი ნახა წყალსადენის სათავეში, ეს გადაიღო და იქ რაღაცა გააკეთეს. ადგილობრივი წურბელა ამხილა და იქამდე მიიყვანეს, ისე დაატერორეს და დააშანტაჟეს, დილით მწერს, რომ მე კენჭისყრა აღარ მინდაო. ვიღაცა ასხინკალამ (დაატერორა), კაცს რომ ასხინკალა ერქმევა და მერიაში იმუშავებს,”- განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა სიღნაღის მერსაც მიმართა და გააფრთხილა.
“იცოდე, მე გეწვევი კაბინეტში, თუ უკანა კარი გაქვს კარგია, თუ არადა გააჭრევინე, იმიტომ, რომ ვერ გამასწრებ,”- განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები