,,ახლა უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან „წითელი ,,ალმასები“ მალე ჩემს ვენებში გაივლიან, ყველა უჯრედამდე მივლენ და უმალვე გააქრობენ იმ უსიამოვნო შეგრძნებებს, რასაც ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნაკლებობა იწვევს.
ვინ მოთვლის, ამ 7 თვის განმავლობაში რამდენი ადამიანის სისხლი მივიღე. ჩემი მადლიერება მათ მიმართ უსაზღვროა… დღეს ჰემატოპოეტური ღერო უჯრედების გადანერგვა გამიკეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თავიდან დავიბადე, Happy birthday to me.მინდა ყველას მადლობა გითხრათ, გულშემატკივრებისთვისა და მხარდაჭერისთვის…” _ წერდა ჩხოროწყუელი 20 წლის გოგონა, ეკა ნარსია სტრასბურგიდამ. რომელიც ლეიკემიას ებრძოდა. მას ის იქ ჰემატოპოეტური ღერო უჯრედები გადაუნერგეს. ყველა ულოცავდა გადარჩენას, იმედი დიდი იყო, მაგრამ… ამ სტატუსის დაწერიდან ერთ თვეში ეკა გარდაიცვალა.
,,რატომ ღმერთო, რატომ! რატო დაუშვი ეს საშინელება, გული მეწვის, ,,ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი…”, ,,როგორ შევძლოთ უშენოდ ეკუ”, „ვაი შენს მშობლებს, ერთადერთი ქალიშვილი დაკარგეს” – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
წყარო:sarke
კომენტარები