გათავისუფლებას არ ველოდებოდით. პირიქით, მისი სამწლიანი განაჩენი გასაჩივრებული გვქონდა. სასამართლოსგან იმას ველოდებოდით, რომ სასჯელს 5-წლამდე გაუზრდინენ, – ასე ეხმაურებამ ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას.
მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კონსულტაციები ადვოკატთან აუცილებლად ექნება.
„ამის მაგივრად, ის ციხის კომისიამ შეიწყალა. როგორც გავიგე, კარგი ქცევის გამო. რა საკვირველია, სრული უსამართლობაა. მისი კარგი საქციელი ციხეში ვერ გამოასწორებს… ქვეყანაში სხვადასხვა მოვლენები მიმდინარეობს, ხალხის ყურადღება სხვადასხვა რამეზეა მიმართული. ალბათ, ისევ თავისი ძველი მეგობრების დახმარებით მოახერხეს და „გამოაძვრინეს“. ამას ციხიდან გამოყვანა არ ჰქვია,“ – ამბობს ბექა სირაძე.
შეგახსენებთ, ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავდებული მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. გამომძიებელი ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ის სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
წყარო – pt.ge
კომენტარები