ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გაბუნიას თქმით, თითოეულმა ადამიანმა პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.
შეზღუდვის დაწესება ფორმალური იქნება, თუ არ მოხდა აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული ეს რომ სრულდებოდეს თუნდაც 80%-იანი სიზუსტით, გვექნებოდა უკეთესი გამოსავლები, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ამ სცენარს არ შეცვლის, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი უკვე თვაისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით, პირბადე უნდა გამოვიყენოთ“, – ამბობს გაბუნია.
კომენტარები