ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა:
„ვფიქრობთ, არსებული რესურსი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ არსებული შემთხვევები იმართოს და ყურადღების გარეშე არავინ დარჩეს. თუმცა, ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო ასევე მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რომლის დეტალებიც ზუსტდება. საუბარი არ არის იმაზე, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს. ეს ნამდვილად არ იქნება. ალტერნატიული სივრცეების გამოყენებაზე რესურსი ჯერჯერობით არის სექტორში საწოლების მობილიზების კუთხით. დაახლოებით, 8 ათასი საწოლია, რაც ჩვენ შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ და ასევე, კოვიდსასტუმროები, რაც შეგვიძლია ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები