არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავრობაში ეს გადაწყვეტილება კლინიკური კვლევის წარმატებულად დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელშიც 900 ბავშვი, მათ შორის სამეფო ოჯახის პატარა წევრები მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა.
საამიროებში უკვე დაშვებულია „ფაიზერის“ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 78,95%-ია აცრილი, 70,57% კი ორივე დოზით.
კომენტარები