3 აგვისტოს, შპს „არქიმედეს კლინიკის“ წნორის ფილიალის მთავარი მედდა, ნანა ქაჩლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
51 წლის მედდას რამდენიმე დღის განმავლობაში ლაგოდეხის კოვიდ -მიმღებ კლინიკაში მკურნალობდნენ.
კლინიკა ოფიციალურ გვერდზე, წერს:
,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღის მთავარი მედდა ქალბატონი ნანა ქაჩლიშვილი – თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი, საუკეთესო კოლეგა და კარგი ადამიანი. თანაგრძნობას ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს”
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კლინიკის მენეჯერის, ნუკრი ყარალაშვილის თქმით, ექთანი კოვიდის გართულების შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით, ცნობები ექთნის ანაფილაქსიურ შოკთან და აცრის გამო გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია.
ფოტო: არქიმედეს კლინიკა
კომენტარები