“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“ახლა ვაკვირდებოდი ქართული ოცნების ლიდერებს და ძმაკაცი არცერთს არ ყავს !!! მხოლოდ დეპუტატობის და მინისტრობის შემდეგ შეძენილი “ვიგოდნიკები” ყავთ ვირტუალურ ძმაკაცებად !!! ოლიმპიადაზეც ისე გულშემატკივრობენ, რომ შეატყობ – დეპუტატობის მერე დაიწყეს სპორტის ყურება !!! ვინმე იკითხავს – აბა დეპუტატობამდე სად იყვნენ, რას აკეთებდნენო ??? საქმეც ამაშია რომ დეპუტატობამდე კარის მეზობლის გარდა არავინ იცოდა მათი არსებობა და ცხოვრების ათვლა პარლამენტში შესვლიდან დაიწყეს !!!
თუ ჩემი არ გჯერავთ კობახიძის, მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის ჰაბიტუსს და ქცევებს დააკვირდით – აუცილებლად დარწმუნდებით რომ ამათ არც ძმაკაცი ყავთ, არც მეგობარი, არც ეზოში უთამაშიათ ფეხბურთი და ხალხშიც აგერ სულ რაღაც 5 წლის წინ გამოჩნდნენ!!!
ბატონო ბიძინა – მართლა ნიჭი უნდა – სად პოულობთ ასეთებს ???
P.S. ყველაფერ ამაზე მიშას დარტყმული პენალტი გამახსენდა (ჯაპანამ რომ გააღადავა) – უაზროდ რომ მოიქნია ფეხი და შეეტყო ფეხბურთს ცხოვრებაში პირველად თამაშობდა – დარწმუნებული ვარ მდინარაძე უარეს პენალტს ურტყამს, ოხანაშვილმა პენალტი რა არის საერთოდ არ იცის !!!”
კომენტარები