ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
“ვალად აღებული მილიარდები, ხვალ რომ ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ; ფასები ზემოთ – შემოსავალი ქვემოთ;
საყდრისიდან და ეროვნული მუზეუმიდან გატაცებული სიმდიდრე;
განუკითხაობა ყველგან და ყველაფერში;
კრიმინალების თარეში;
მოძალადეების წახალისება;
ბავშვის თვითმკვლელობამდე მიმყვანის განთავისუფლება იმიტომ რომ ციხეში კარგად იქცეოდა;
კიდევ უამრავი სისაძაგლე….
და ეს ყველაფერი შენი სახელით კეთდება, ღმერთო!
და შენ გინდა რომ ამის გადამტან ხალხს ჯოჯოხეთის ეშინოდეს, უფალო?!
კაი რა…”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები