ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, დღეს, გამთენიისას, დაჭრილი კაცი შევიდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა, სამედიცინო ცენტრში უკვე დაზიანებებით შევიდა, სავარაუდოდ, დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები უცნობია.
კომენტარები