ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუას, სოლომონ ცეცხლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 1 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
სოლომონ ცეცხლაძეს ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელთაგან ერთში გამართლდა. კონკრეტულად, სსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ და დ ქვეპუნქტბეში, რაც გულისხმობს არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ცეცხლაძე გამართლდა. მას პატიმრობა სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის ა ქვეპუნქტით შეეფარდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
კომენტარები