ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში განცხადა, რომ მოგებული მილიონი ლარით, ემიგრაციაში მყოფ ბებიასა და დეიდას საქართველოში დააბრუნებს.
როგორც ლაშას ბებია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
„დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება, – ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო… ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა… ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები,“ – ამბობს ლაშას ბებია.
მან ასევე ოჯახურ ტრაგედიაზე ისაუბრა:
„7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა, ანუ ჩემი ერთ-ერთი შვილი გარდაიცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ. დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა, – ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ, რა, გეხვეწებიო… მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი,“ – ამბობს ლაშა ბექაურის ბებია.
primetime.ge
კომენტარები