„მწერლების (რამდენიმე ხელმომწერი მართლაც მწერალია) 37 წლების სტილში დაწერილი წერილი წულუკიანისადმი, ჯერ ხომ უმძიმესი წასაკითხია და ისეთი ლაქაა თითოული მათგანის ბიოგრაფიაში, “მთელის არაბეთის სურნელოვანი ბალახები ვერ გასწმენდნენ”. – წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
„მწერლების (რამდენიმე ხელმომწერი მართლაც მწერალია) 37 წლების სტილში დაწერილი წერილი წულუკიანისადმი, ჯერ ხომ უმძიმესი წასაკითხია და ისეთი ლაქაა თითოული მათგანის ბიოგრაფიაში, “მთელის არაბეთის სურნელოვანი ბალახები ვერ გასწმენდნენ”. ამას გარდა, ყველაფერს გავს, მწერლის დაწერილი ტექსტის გარდა – გრამატიკულად, სტილისტურად, ლიტერატურულად. ფორმითაც და შინაარსითაც უგვანო და სამარცხვინო.
წერილი დაწერილია ვინმე ვახტანგ ხარჩილავას მიერ, რომელიც ნამდვილად არ არის მწერალი. ვახტანგ ხარჩილავა ქართული მწერლობის ლადო ბედუკაძეა.“ – წერს გვარამია.
კომენტარები