“ქართული მარშის” წევრი გიორგი გაბედავა, გუშინ წერდა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა, თუმცა, ელოდებოდა დიაგნოზს. დღეს ის ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექიმის თქმით, ეს ნამდვილად კვებითი ინტოქსიკაციაა.
6 ივლისი, გიორგი გაბედავა:
“საქართველოს კურორტებზე კვება როდესმე გამოსწორდება ? გაბრიელი მთელი საღამოა აღებინებს!!! არ ვწერ ეხლა დასახელებას, ხვალ მივლენ შემოწმებაზე და შედეგს რომ გავიგებ სახელსაც დავწერ, მივალ და დავალეწავ თავზე ყველაფერს!!! ბავშვი მომიწამლეს ამ ნაბი@@რებმა !!! თან ვუთხარი, ბავშვმა უნდა ჭამოს და ხომ ახალი ხორცი არისთქო, გადაირივნენ კიო… პლუს ამას გამოსვლისას გავიგე როგორ ეჩხუბა ერთი კაცი თანამშრომელს, რამდენჯერ გითხარი პურს დააფარე ბუზებია შიგნით მკვდარიო! ამათ დედებს მოვ@@ნავ!!!”
7 ივლისი, გიორგი გაბედავა:
“გაბრიელი მოიწამლა ქობულეთის სოფელ გვარაში მდებარე რესტორან “ამირან ბიჭო” – ში. როცა გამოვდიოდი რესტორნიდან მეგობრებთან ერთად, წყალი ვითხოვე, რა დროსაც შემოვიდა თანამშრომელი და ერთ ერთ თანამშრომელს საყვედური უთხრა, რამდენჯერ უნდა გითხრა იმას თავი დააფარეთო, ბუზებითაა სავსეო. რაზე იყო საუბარი არ ვიცი. მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა გაბრიელმა, ეხლა კი გადის მკურნალობას!
არ შევარჩენ ნამდვილად არავის ამ ფაქტს! დღეს ჩემი შვილი მოიწამლა, ხვალ სხვისი მოიწამლება და სანამ ლეტალური შედეგი არ დადგება არაფერს ცვლიან ხოლმე ჩვენთან ეს პრაქტიკა ყველა სფეროშია, ამიტომ ლეტალურ შედეგამდე შევცვლი და გავცემ საკადრის პასუხს!
პ.ს. ხაჭაპურში რომ ორი პატარა ბეწვი ვნახეთ და აშკარად ადამიანის წამწამი იყო, უფ ეგ ძროხის არის ყველს მოჰყვაო, ანუ შეიძლება თურმე.
ექიმის დასკვნა: კვებით ინტოქსიკაცია”
კომენტარები