ამ ზაფხულს დედაქალაქსა და მის შემოგარენში მოქალაქეები ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობდნენ. დაფიქისრდა კიდეც გამოძახების ფაქტები და სპეციალურმა ჯგუფებმა ქვეწარმავლები დაიჭირეს.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ივლისის თვეში გველის ნაკბენით სამმა ადამიანმა მიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, სამი პაციენტიდან ანტიგიურზა მხოლოდ ერთს დაჭირდა.
სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში ცხელ ხაზზე გველებთან დაკავშირებით 15 შეტყობინება შევიდა.
მოსახლეობას, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე – 341 24 10 44/ 24 28 16. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.
კომენტარები