პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ: ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები. ეს გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველაზე წევრი უნდა იყოს ვაქცინირებული, აცრილი. ჩვენი კანდიდატები, ასევე, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა ვთხოვო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, – თქვა ღარიბაშვილმა.
კომენტარები